გიორგი კანდელაკი - ბუნებაში არ არსებობს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადება, სადაც ისინი შეფასებას მისცემდნენ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას, რაშიც გერმანიის პროკურატურა და მთავრობა რუსეთს ადანაშაულებს

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, საზოგადოების უკმაყოფილებას წარმოადგენს ის, რომ ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ, საქართველოს მთავრობა რაიმეს თქმას საჭიროდ არ თვლის. როგორც კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე უკმაყოფილებას იწვევს 2015 წელს ზელიმხან ხანგოშვილზე თბილისში მომხდარი თავდასხმის გამოუძიებლობა.

„საზოგადოების უკმაყოფილების საგანს, პირველ რიგში, წარმოადგენს არა რაღაც ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, არამედ ის, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის, საქართველოს წინაშე ასეთი დამსახურებული პიროვნების, მკვლელობაზე საუბრობენ გერმანიის კანცლერი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და როცა გერმანია რუს დიპლომატს აძევებს, ზელიმხან ხანგოშვილის სამშობლოს მთავრობა საჭიროდ არ თვლის, რომ ამ დანაშაულზე რამე მაინც თქვას. ბატონმა გახარიამ მოიტყუა, როდესაც თქვა, ხმაც ამოვიღეთო. ბუნებაში არ არსებობს არც მისი და არც სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადება, სადაც ისინი, რაიმე შეფასებას მისცემდნენ საქართველოს მოქალაქის ამ მკვლელობას, რომელშიც გერმანიის ფედერალური პროკურატურა და გერმანიის მთავრობა ღიად ადანაშაულებს რუსეთის ფედერაციას. სწორედ ამიტომ, გერმანიის კანცლერი საუბრობს ახალ სანქციბზე. რა თქმა უნდა, საზოგადოების უკმაყოფილების საგანი ასევე არის 2015 წელს ზელიმხან ხანგოშვილზე თბილისში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის თავხედური არ გამოძიება, როცა უდიდესი ალბათობით და ამის შესახებ ანგარიშებიც არსებობს, საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლებლობა მისცა ზელიმხან ხანგოშვილზე თავდამსხმელებს, რომლებიც დიდი ალბათობით, რუსეთის ფედერაციიდან იყვნენ შემოსულები, ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაეტოვებინათ საქართველო. ასეთი დანაშაული სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც საქრათველოს მთავრობამ ჩაიდინა და რაც მომავალში აუცილებლად იქნება გამოძიებული. ამ დანაშაულის ჩადენით საქართველოს მთავრობამ ძალიან სახიფათო სიგნალი გაუგზავნა რუსეთის ფედერაციას, რომ იგი არ დაიცავს საკუთარ მოქლაქეებს და რომ იმ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოების სტრუქტურებს ეთანამშრომლებიან ისლამური ექტსრემიზმის და ამ შემთხვევაში, ასევე რუსული აგენტურის წინააღმდეგ, ეს ფასეულობა არ არის. სხვა შეთხვევაში 2015 წელს მომხდარი თავდასხმა გამოძიებული იქნებოდა, დამნაშვეებიც დაკავებულნი იქნებოდნენ, საქართველოს საზღვრებიდან მათი გაცილების ნაცვლად. ასეთ შემთხვევაში ზელიმხან ხანგოშვილს საქართველოს დატოვება არ მოუწევდა და ის ცოცხალი იქნებოდა,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ფედერალურმა ორგანოებმა ბრალდებულს დავალება მისცეს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდირების თაობაზე“. ლიკვიდირების დაკვეთის მოტივზე საუბრისას განცხადებაში ნათქვამია, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მიზეზი მისი "რუსეთთან და საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებასთან დაპირისპირება გახდა".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა