დავით მათიკაშვილი - “ნაცმოძრაობა” და ის პარტიები, ვინც ნათელაშვილთან არიან გაერთიანებული, პრორუსულ საქმეს აკეთებენ - “ნაცმოძრაობამ” ბოდიში უნდა მოიხდოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, გერმანიის ელჩთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებების გამო “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბოდიში უნდა მოიხადოს. როგორც მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სტრატეგიული პარტნიორების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები ქვეყნის ინტერებს აზიანებს.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და მასთან ასოცირებულმა ერთკაცინმა პარტიებმა კიდევ ერთხელ დაანახეს საკუთარი თავი საზოგადოებას, მაშინ, როდესაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ჩვენი ქვეყნის ერთგულ მეგობარს, გერმანიის ელჩს შეურაცხყოფა მიაყენეს, ბოდიში არ მოიხადეს და კიდევ უფრო გააღრმავეს ანტიდასავლური რიტორიკა. ამ ფაქტმა წერტილი დაუსვა ყველა სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, რომელი ძალა წარმოადგეს პროდასავლურ ძალას საქართველოში - ესაა “ქართული ოცნება”, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა” და ის პარტიები, ვინც ნათელაშვილთან არიან გაერთიანებული პრორუსულ საქმეს აკეთებენ. ცხადია, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოა და ამიტომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამაზე ბოდიში უნდა მოიხდოს”,- განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ „გერმანიის სამარცხვინო ელჩი საკუთარ ბიზნესზე მუშაობს“. „გერმანიის ელჩი ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისგან. მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კი ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით განცხადება გაავრცელა. "ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ,"- აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა