ალეკო ელისაშვილი - გიორგი ვაშაძე ყველა არჩევნებში მონაწილეობს, 1%-ზე მეტი არასდროს აუღია და ისანში რატომ ასახელებენ? ან რატომ თვლიან ოპოზიციონერად ჩხარტიშვილის სიძეს, ვერ მივხვდი

გიორგი ვაშაძე, რაც თავი მახსოვს, ყველა არჩევნებში მონაწილეობს. ერთ პროცენტზე მეტი კაცს არასდროს არაფერში არ აუღია და ისანში მაჟორიტარად რატომ ასახელებენ ? - ამის შესახებ “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვაშაძე ვანო ჩხარტიშვილის სიძეა და რატომ თვლიან ოპოზიციონერად ვანო ჩხარტიშვილის სიძეს მისთვის გაუგებარია.

გიორგი ვაშაძე, რაც თავი მახსოვს, ყველა არჩევნებში მონაწილეობს. ამომიღეთ მისი შედეგები ერთ პროცენტზე მეტი თუ აუღია ოდესმე სადმე. ყველაფერში ხომ მონაწილეობს, მერობის არჩევნებში, იმ არჩევნებში, ამ არჩევნებში, ერთ პროცენტზე მეტი კაცს არასდროს არაფერში აუღია და ისანში რატომ ასახელებენ? კიდევ ერთი, რატომ თვლიან ოპოზიციონერად ვანო ჩხარტიშვილის სიძეს ვერაფრით ვერ მივხვდი. ყველამ იცის, რომ მისი სიმამრი ამ ქვეყნის გამაღატაკებელი ვანო ჩხარტიშვილია. თან ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელია და ყველა ჭუჭყიანი ბიზნესის დამლაგებელია მითიურ უჩა მამაცაშვლთან ერთად. ეს კაცი კიდევ, ჯერ ოპოზიციონერად წარმოაჩინეს და მერე ისანში მაჟორიტარად დააყენეს. ვინმემ მითხრას რა მათემატიკით, რა კვლევით, რა შედეგებით დააყენეს? გამაგებინოს ვინმემ ამ ოპოზიციაში თავს იტყუებენ, თვალები ამოლესილი აქვთ, ამოგლესილი აქვთ თუ როგორ არის ეგ ამბავი? მაშინ ვთქვათ, რომ სოსო გოგაშვილიც ოპოზიციონერია და ისიც არანაკლებ ფულს დახარჯავს“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა