დიმიტრი ცქიტიშვილი - გერმანიის ელჩის მიმართ პარტიებისა და ზოგიერთი მედიის მხრიდან აგრესიული დამოკიდებულება, არაკორექტულია

გერმანიის ელჩის მიმართ პოლიტიკური პარტიებისა და ზოგიერთი მედიის მხრიდან აგრესიული დამოკიდებულება, არაკორექტულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ელჩის განცხადებები, რასაც ოპოზიციის მხრიდან შეფასებები მოჰყვა, ამოღებული იყო სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებებიდან, რომელთაც თავისი კონტექსტი ჰქონდა.

“რამდენადაც ვიცი, ცოტათი მანიპულირებული იყო ეს განცხადებები, სხვადასხვა დროის განცხადებები იყო ამოღებული, რაც, ვფიქრობ, არაა სწორი, რადგან ყველა ამ განცხადებას თავისი კონტექსტი და გარემოებები ჰქონდა. ამ ელჩის მიმართ პოლიტიკური პარტიებისა და ზოგიერთი მედიის მხრიდან აგრესიული დამოკიდებულება არაკორექტულია. ელჩის განცხადება შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში არის პრობლემა სიძულვილის ენის, განსხვავებული აზრის მიუღებლობის, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს, ასეთი ფორმით გამოხატვა პოლიტიკური სპექტრისთვის დამახასიათებელი ძალიან ღრმა პრობლემაა, რომელსაც ყველა თვითონ უნდა ებრძოლოს”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ „გერმანიის სამარცხვინო ელჩი საკუთარ ბიზნესზე მუშაობს“. „გერმანიის ელჩი ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისგან. მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით განცხადება გაავრცელა. "ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ,"- აღნიშნულია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს