რომან გოცირიძე - საარჩევნო კოდექსში არაფერი უნდა ჩაიწეროს ისეთი, რომელიც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას შეეხება

საარჩევნო კოდექსში არაფერი უნდა ჩაიწეროს ისეთი, რომელიც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას შეეხება. ეს ეთიკის საკითხია. მე თუ მინდა ვინმეს ვაწყენინო, არ გამოვიყენებ საყოველთაოდ აღიარებულ ცუდ სიტყვას, მაგალითად, ღორს, მაგრამ შეიძლება ვუწოდო ციყვი, ასე რომ, ჩემი პოზიცია გამოხატული იქნება უფრო ლამაზი და ეთიკური ფორმით,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის კომენტირებისას სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, სადაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს განიხილავენ, „ნაციონალური მოძრაობა" დაესწრება.

„გადის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, არის მრავალი რჩევა ეუთოს მიერ შემოთავაზებული, რომლის გათვალისწინებასაც არ აპირებს „ქართული ოცნება". მაგალითად, მოსყიდვა, - ეს არის ამ საარჩევნო სისტემის სენი, მოსყიდვის შესახებ პროექტში არაფერია ნათქვამი; კიდევ ერთი საკითხია ძალადობა. მოძალადეები სხედან ქუჩებში, რომლებიც აშინებენ თავიანთ მეზობლებს, ნაცნობებს და ა.შ. ეს ადამიანები უნდა იყვნენ გამიჯნული საარჩევნო უბნებიდან, ისევე როგორც, უნდა აეკრძალოს პოლიტიკური აგიტაცია მრავალ ადამიანს, მათ შორის, მასწავლებლებს და ა. შ. ასევე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე (რეკომენდაცია) არ არის ასახული სრულყოფილად, მნიშვნელოვანი საკითხის ფინანსური რესურსის გამოყენებაც - ასჯერ მეტ ფულს ხარჯავს „ოცნება“, ვიდრე ლეგალურად აჩვენებს. რაც მთავარია, რეკლამის შეზღუდვის ის ნორმები, რომელიც არის მოცემული, არასრულყოფილს ხდის საარჩევნო კამპანიას და ის კვლავ მოქმედებს მმართველი ძალის სასარგებლოდ. რაც შეეხება სიძულვილის ენის ასახვას კანონში, ეს არის ფუნდამენტური საკითხი. არაფერი უნდა იყოს ისეთი ჩაწერილი, რომელიც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას შეეხება. ეს ეთიკის საკითხია. მე თუ მინდა ვინმეს ვაწყენინო, არ გამივიყენებ საყოველთაოდ აღიარებულ ცუდ სიტყვას, მაგალითად, ღორს, მაგრამ შეიძლება ვუწოდო ციყვი, ასე რომ, ჩემი პოზიცია გამოხატული იქნება უფრო ლამაზი და ეთიკური ფორმით. გამოხატვის თავისუფლება არის უზენაესი უფლება და მისი შეზღუდვა საარჩევნო პროცესში უხეშად ჩარევის ერთ- ერთი ფორმა იქნება,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, პარლამენტი საარჩევნო კოდექსზე მუშაობას იწყებს. კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პროექტის პირველი საკომიტეტო განხილვა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შედგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა