ირანელ ჟურნალისტს ანტისამთავრობო პროტესტის წახალისებისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

ირანელ ჟურნალისტს, რუჰოლა ზამს, 2017 წლის ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების წახალისებისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზამადი გამოცემა AmadNews-ს ხელმძღვანელობდა, სადაც ხშირად ქვეყნდებოდა ირანელი ოფიციალური პირების შესახებ კრიტიკული ინფორმაცია. ის ასევე აქვეყნებდა შეტყობინებებს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების შესახებ, სადაც მოქალაქეები ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას აპროტესტებდნენ.

AmadNews-ის შინაარსი აპლიკაცია Telegram-ის საშუალებით ქვეყნდებოდა.

რუჰოლა ზამმა რამდენიმე წლის წინ საფრანგეთს შეაფარა თავი და განაცხადა, რომ მას უცხო ქვეყნების დაზვერვის სამსახურებთან თანამშრომლობაში ბრალს უსაფუძვლოდ სდებდნენ, თუმცა, მოგვიანებით, სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა, სადაც დანაშაული აღიარა. რუჰოლა ზამი ირანში 2019 წლის ოქტომბერში დაბრუნდა, ის სამართალდამცავებმა დაბრუნებისთანავე დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: ირანელ ჟურნალისტს ანტისამთავრობო პროტესტის წახალისებისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს