Wizz air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი - ჩვენ არ ვხურავთ ქუთაისის ბაზას, მაგრამ დროებით ვაჩერებთ ოპერირებას

ჩვენ არ ვაუქმებთ და არ ვხურავთ ქუთაისის ბაზას და ამ ეტაპზე არ გვაქვს არანაირი გეგმა, რომ ქუთაისში ჩვენი ბაზა დავხუროთ. ჩვენ დროებით ვაუქმებთ ოპერირებას, - ამის შესახებ კომპანია Wizz air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრას რადომ განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით, ფრენები მომავალი წლის ზაფხულამდე (კომპანიის განმარტებით, იგულისხმება ზაფხულის სანავიგაციო სეზონი, რომელიც 28 მარტიდან იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება) იქნება შეჩერებული არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ კომპანია მზად არის ოპერაციების განსაახლებლად, როგორც კი შესაბამისი პირობები იქნება.

„დროებით შეჩერება, სამწუხაროდ, მოგვიხდა ვირუსიდან გამომდინარე, რადგან პანდემია გავრცელებულია უკვე უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში. მუშაობა დროებით შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ მომავალ მითითებებს არ მივიღებთ. აუცილებლად გაცნობებთ, როდესაც ამ გადაწყვეტილების შეცვლა მოხდება.

სავარაუდოდ, ოპერაციები მომავალ ზაფხულამდე იქნება შეჩერებული, რადგან ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება შეზღუდვები.

თუ არაფერი მეშლება, ჩვენ ახლა არ გვყავს თვითმფრინავები ქუთაისის ბაზაში. ისინი სხვაგან განვათავსეთ ჩვენსავე ქსელში და როგორც კი ქუთაისში ოპერაციები განახლდება, რა თქმა უნდა, თვითმფრინავებს უკან დავაბრუნებთ. იქამდე კი სხვა გამოსავლებს ვეძებთ საერთაშორისო და ადგილობრივი შეზღუდვების გათვალისწინებით, შეგვეძლება თუ არა რაიმე სახის ფრენის განხორციელება ქუთაისში.

„ვიზეარი“ აკვირდება საერთაშორისო დონეზე და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ განვაახლებთ ფრენებს, როგორც კი პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ყველა იმ წესს, რომელსაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი ხელისუფლებები აწესებენ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ფრენებს შეძლებისდაგვარად სწრაფად განვაახლებთ,“ - განაცხადა კომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია