რომან გოცირიძე - „ოცნების“ ლიდერებისგან ოპოზიციის მიმართ შეურაცხმყოფელი, სიძულვილის ენით გამოთქმული ეპითეტები ისმის, შესაძლოა, ამ საკითხზე სასამართლოს მივმართოთ

მივმართავთ ყველა ზომას, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორ სახელმწიფოებს, ასევე, გამოვიყენებთ სამართლებრივ ბერკეტებს რათა აღიკვეთოს უმსგავსო და აღვირახსნილი საქციელი "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან,- ამის შესახებ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

გოცირიძე "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ შესაძლოა, სასამართლოს მიმართონ.

"ბოლო ხანებში "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით, საპარლამენტო ლიდერების მხრიდან გაისმის ოპოზიციის მისამართით შეურაცხმყოფელი სიძულვილის ენით გამოთქმული ეპითეტები და არაერთხელ მოიხსენიებენ "ნაციონალურ მოძრაობას" და ოპოზიციას როგორც კრიმინალურ პარტიას. ეს არის მილიონამდე საქართველოს მოქალაქის , ჩვენი ამომრჩევლების შეურაცხყოფა. ეს ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი სახელმწიფოები მოგვიწოდებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყოს უფრო მეტად სანდოობის აღმძრავი და ჩატარდეს იგი სტაბილურ ვითარებაში. "ქართული ოცნება" შეგნებულად ხელს უწყობს ვითარების დაძაბვას. ჩვენ მივმართავთ ყველა ზომას, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორ სახელმწიფოებს, ასევე, გამოვიყენებთ სამართლებრივ ბერკეტებს რათა აღიკვეთოს ეს უმსგავსო და აღვირახსნილი საქციელი „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან. კრიმინალურ ოპოზიციად მოხსენიება ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიებისა, ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება" კვლავ აპირებს არჩევნებში გამოიყენოს ის მეთოდები, რომლისთვისაც არაერთხელ მიუმართავს- დაშინება, ფიზიკური ზემოქმედება საკუთარი ზონდერ ჯგუფებით, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სუს- ისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ ამომრჩეველზე ზემოქმედება და მათ შორის, ასეთი ფსიქოლოგიური ზემოქმედება და სიძულვილის ატმოსფეროს დანერგვა წინასაარჩევნო პერიოდში. პასუხს მოვთხოვთ ყველას , როგორც პოლიტიკურად არჩევნებზე, ასევე სამართლებრივი გზით. ჩვენ გავივლით კონსულტაციებს იურისტებთან და შეიძლება, ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მივმართოთ,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს