პრემიერი - ჩვენი მიზანია, სრულფასოვანი წევრობა როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში, რომლისთვისაც ბევრი რეფორმები და შრომა მოგვიწევს

სრულფასოვანი წევრობა, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში არის ჩვენი მიზანი, რომლისთვისაც ბევრი რეფორმები და ბევრი შრომა მოგვიწევს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ეუთო/ოდირის რეკომენდაციაზე დაფუძნებული საარჩევნო რეფორმების მიღების შესახებ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. პრემიერის თქმით, ევროატლანტიკური ვექტორიდან გამომდინარე, შესაძლოა, მომდევნო 10-15 წელი საქართველო მუდმივი რეფორმების პროცესში იყოს.

„დემოკრატიზაცია რთული პროცესია. საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მახასიათებლებია, ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი. ეს სერიოზული გამოწვევაა, ეს ყველაფერი უნდა ავითვისოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი დემოკრატიზაციის პროცესი მუდმივი პროცესია. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, საქართველომ მისი ევროატლანტიკური ვექტორიდან გამომდინარე, მომდევნო 10-15 წელი შეიძლება მუდმივი რეფორმების პროცესში ვიყოთ.რეფორმები ჩვენი მუდმივი მდგომარეობა უნდა გახდეს, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი მიზანი ქვეყნის სამართლებრივი მოწყობა, დემოკრატიზაციის დონე, ყველაფერი მაქსიმალურად დაუახლოვოთ ევროპულ სტანდარტს. სრულფასოვანი წევრობა როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში არის ჩვენი მიზანი, რომლისთვისაც ბევრი რეფორმები და ბევრი შრომა მოგვიწევს“,- განაცხადა პრემიერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?