მოსკოვს სერიოზული კითხვები აქვს რუსეთის საზღვრების სიახლოვეს აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობის შესახებ და მიიჩნევს, რომ შტატების საქმიანობას საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში ეწინააღმდეგება ბიოლოგიური და ტოკსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ შეთანხმებას. ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში განაცხადეს, რომ რუსეთს არაერთხელ მიუქცევია ყურადღება საქართველოში ლუგარის სახელობის ჯანდაცვის კვლევითი ლაბორატორიის საქმიანობაზე, სადაც მუდმივად არის განთავსებული „საქართველო-ამერიკის სახმელეთო ჯარების სამედიცინო კვლევების სამმართველო“.
მათივე განცხადებით, ამასთან ერთად, აშკარა მიზეზებით, დუმან მიმდინარე კვლევების შესახებ და არ აქვთ წარმოდგენილი ინფორმაცია ხსენებული შეთანხმების ფარგლებში. მტკიცებულება, რომ პენტაგონის და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების აქტიურობა ფოკუსირებულია განსაკუთრებით ჯანდაცვის საკითხებზე, წარმოადგენს „მორიგ ეშმაკობას“ - , აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„არ არის საჭირო იყო ამ სფეროს სპეციალისტი, რათა მიხვდე, რომ საქართველოსთვის დახმარება ჯანდაცვის სფეროში არ მოითხოვს ამერიკელი სამხედროების მონაწილეობას. მათი ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრში ყოფნის ჭეშმარიტი მიზეზი კვლავინდებურად არ სახელდება. მეტიც, ამერიკული მხარის მიერ გაკეთებული განმარტება, რომ სამხედრო ქვედანაყოფი აგროვებს ბიომასალებს და დაკავებულია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით, მხოლოდ ამყარებს ჩვენ შეშფოთებას „ბიოლოგიური და ტოკსიური იარაღის აკრძალვის შესახებ შეთანხმების“ დაცვის კონტექსტში“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
მათივე თქმით, კრიტიკას ვერ უძლებს აშშ-ს განცხადება, რომ უპიოლოტო საფრენი აპარატების პატენტები დაინფიცირებული მწერების გავრცელებისთვის, ასევე ადამიანთა დასნებოვნებისთვის სხვადასხვა სახის ბიოლოგიური რეცეპტორების კაპსულიანი საბრძოლო მასალები ვერ იქნება ხსენებული შეთანხმების დარღვევა.
რუსეთის საგარეო უწყებაში დარწმუნებულები არიან, რომ მსგავსი სახის გამოგონებებზე მტკიცებულებები გახდა მიზანმიმართული კვლევებისა და ექსპერიმენტების შედეგი.
მათივე თქმით, აშშ-მ იგნორირება გაუკეთა უწყების კითხვებს, რომლებიც ეხებოდა ჭირის გამავრცელებელ ბაქტერიებთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს, რომლებიც საქართველოს კვლევით ცენტრში ტარდებოდა.
„ამგვარად, ამერიკელი სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობა შედის აშკარა წინააღმდეგობაში ამერიკის და საქართველოს (როგორც სახელმწიფოსი, რომელმაც ამერიკელი სამხედროები მიიწვია თავის ტერიტორიაზე) ვალდებულებებთან, რომლებიც გამომდინარეობს შეთანხმების მეოთხე მუხლიდან, რომლის თანახმადაც, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, მიიღონ აუცილებელი ზომები აკრძალული ქმედებების დაუშვებლობის შესახებ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან დაკავშირებით, მოსკოვი მოუწოდებს ვაშინგტონსა და თბილისს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და დაუყოვნებლივ მიმართონ ძალისხმევა ვითარების გამოსასწორებლად. ამის პირველი ნაბიჯი, კი რუსული უწყების ცნობით, შესაძლოა გამხდარიყო ლუგარის ცენტრის რუსი ექსპერტების მიერ ლაბორატორიის ყველა კორპუსის მონახულება.