რომან გოცირიძე - გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით ვუხსნით საზღვარს საფრანგეთს, სადაც საშინელი პანდემია იყო და ჩაკეტილია საზღვარი მონტენეგროსთვის, სადაც ვირუსი არ გავრცელებულა

საზღვარი უნდა გაიხსნას უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით და აუცილებელი მოთხოვნა უნდა იყოს ე.წ. კოვიდ პასპორტი,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიღებულ გადაწყვეტილებას საზღვრების გახსნის თაობაზე მიესალმება, თუმცა, უსაფრთხოების ნაწილში ის გაუგებარია.

"რა თქმა უნდა, საზღვრების გახსნა აუცილებელი იყო, მაგრამ გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რომ 5 ქვეყანას გაუხსნან საზღვარი უპირობოდ, მაგალითად, ვუხსნით საზღვარს საფრანგეთს, სადაც იყო საშინელი პანდემია და ჩაკეტილია საზღვარი მონტენეგროსთვის, სადაც არ იყო ეს ვირუსი. ძალიან გაურკვეველია, თუ რატომ არ არის აუცილებელი მოთხოვნა ტესტირების პასუხი და რატომ არის სერიოზული რისკის ქვეშ დაყენებული ქვეყანა, როცა ერთადერთ კრიტერიუმად საზღვარზე ტემპერატურის გაზომვა ითვლება. ბევრი რამ არ არის გასაგები. საზღვარი უნდა გაიხსნას უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით და აუცილებელი მოთხოვნა უნდა იყოს ე.წ. კოვიდ პასპორტი ანუ ცნობა იმ ქვეყნიდან, რომლიდანაც შემოდის ტურისტი, ხოლო ადგილზე ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში, უკვე დამატებით შემოწმება უნდა გაიაროს. ერთი მხრივ, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, მეორე მხრივ, იგი არის ძალიან გაუგებარი და შეიცავს სერიოზულ რისკებს. იმედია, მთავრობა გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და მიიღებს ისეთ ზომებს, რომლითაც დაცული იქნება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება,"- განაცხადა გოცირიძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს