ჯანდაცვის სამინისტრომ ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა

ჯანდაცვის სამინისტრომ ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, ყველა ტიპის აუზზე შეზლონგებს შორის 2 მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო. ამასთან, შეზლონგი გამოყენებამდე და ყოველი გამოყენების შემდგომ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. აღნიშნული ობიექტების ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სივრცეებში მომხმარებელი ნიღბის გარეშე არ დაიშვება.

ამასთან, საცურაო აუზების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს წყლის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლი. აბანოებსა და საუნებში უნდა მოეწყოს საშხაპეები, რომელთა დეზინფექცია უნდა მოხდეს 2 საათში ერთხელ.

ყველა შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია თანამშრომლები აღჭურვოს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

რეკომენდაციები ვრცლად იხილეთ ბმულზე.

იხილეთ ვიდეო:ჯანდაცვის სამინისტრომ ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა