პროკურატურა დეპუტატ კობა კობალაძის შვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

"ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა კობალაძის შვილის, დავით კობალაძის საქმეზე, რომელიც ძალადობაში 5 პირთან ერთად ბრალდებულია, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

დაკავებულების მიმართ სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

სასამართლოში იმყოფება დეპუტატი კობა კობალაძეც.მან პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს, დატოვებს თუ არა, სასამართლო მის შვილს პატიმრობაში, უპასუხა - "მივანდოთ სასამართლოს".

ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი ენდელაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დავით კობალაძესთან ერთად ბრალდება კიდევ 5 პირს წაუყენა. უწყების ცნობით, გიორგი ენდელაძეს 6 პირი შურისძიების მოტივით დაესხა თავს, რის შედეგადაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
პროკურატურა დეპუტატ კობა კობალაძის შვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

"ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა კობალაძის შვილის, დავით კობალაძის საქმეზე, რომელიც ძალადობაში 5 პირთან ერთად ბრალდებულია, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

დაკავებულების მიმართ სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

სასამართლოში იმყოფება დეპუტატი კობა კობალაძეც.მან პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს, დატოვებს თუ არა, სასამართლო მის შვილს პატიმრობაში, უპასუხა - "მივანდოთ სასამართლოს".

ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი ენდელაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დავით კობალაძესთან ერთად ბრალდება კიდევ 5 პირს წაუყენა. უწყების ცნობით, გიორგი ენდელაძეს 6 პირი შურისძიების მოტივით დაესხა თავს, რის შედეგადაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025