ფოლად ბულბულოღლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობაზე საუბრობს (R)

რუსეთში აზერბაიჯანის ელჩის ფოლად ბულბულოღლის განცხადებით, შესაძლოა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული კონფლიქტი უფრო მასშტაბურ შეტაკებაში გადაიზარდოს. ამის შესახებ მან Говорит Москва-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სიტუაციის გუშინდელი გამწვავება არც ახალია და არც სენსაციური.

„მე ბევრჯერ მითქვამს, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არასდროს შეეგუება საკუთარი ტერიტორიების 20 %-ის დაკარგვას. საუბარი არ მიდის მთიან ყარაბაღზე, საუბარი არ მიდის იმაზე, რომ ვიღაცას იქიდან სომეხი ეროვნების ადამიანების განდევნა სურს. საუბარია იმაზე, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. როგორ ფიქრობთ, ათმილიონიანი, მდიდარი, განვითარებული ინფრასტრუქტურის, შეიარაღებული ქვეყანა, დაუშვებს თუ არა, რომ მისი ტერიტორიები განუსაზღვრელი ვადით იყოს ოკუპირებული? ეს ხომ შეუძლებელია“, – განაცხადა ბულბულოღლიმ.

ელჩის თქმით, მშვიდობიან მოლაპარაკებებს არანაირი შედეგი არ აქვს. ამასთან დაკავშირებით ის რეგიონში ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებს არ გამორიცხავს.

„სანამ აზერბაიჯანის ტერიტორიები ოკუპირებულია, ასეთი ინციდენტები გარდაუვალია. ჩვენ ამის შესახებ 2016 წელსაც ვაცხადებდით, როდესაც აქტიური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, ბევრი ქვეყანა, ჩვენი მეზობლები, ამ კონფლიქტის გაყინვას ცდილობენ, რომ ის უსასრულოდ გაგრძელდეს. მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის არ უნდა იმართებოდეს. თუ მათ შედეგი არ აქვთ, ბუნებრივია, იქნება სამხედრო მოქმედებები. აუცილებელია, ერთხელ და სამუდამოდ მკაფიო იყოს პოზიცია. საუბარია აზერბაიჯანის ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის ჯარისკაცების გაყვანაზე. ვიდრე ისინი იმყოფებიან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ასეთი კონფლიქტები გაგრძელდება და ერთ დღესაც შესაძლოა, მასშტაბურ ომში გადაიზარდოს, რომელიც კატასტროფული იქნება მთელი რეგიონისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

ელჩი ხაზს უსვამს, რომ ბაქო სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მეორე სომხური სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს.

"საქმე ის კი არაა, ვინ დაიწყო პირველმა, ვინ მეორემ უპასუხა. ეს ყველაფერი დეტალებია, რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს. კითხვა ისაა, რატომ ჩნდება ეს? იმიტომ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია ოკუპირებულია. იმიტომ, რომ უცხო ჯარები აზერბაიჯანის ტერიტორიას ძალით იკავებენ. მე თამამად ვამბობ, რომ დროა ეს კონფლიქტი საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მოგვარდეს, საერთაშორისო სამართალი კი მთლიანად აზერბაიჯანის მხარესაა", - აცხადებს ელჩი.

(R)

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს