მიხეილ სააკაშვილი - დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ მე ვარ დაბადებული გამარჯვებისთვის, არამედ უკრაინა და საქართველოც

ამ შემოდგომით საქართველოში გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადები. დავასრულებთ ჩემი სამშობლოს დამცირებასა და ჩემი ერის განადგურებას რუსეთის მიერ დანიშნული ოლიგარქი ივანიშვილის მიერ და დავაბრუნებთ საქართველოს სახელმწიფოს განვითარების სწრაფ რელსებზე, მაშინაც კი თუ მე პირადად მომიწევს ამისთვის ყველაზე მაღალი საფასურის გადახდა, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისივე თქმით, მას დიდი გეგმები აქვს როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის არ იბრძვის მაღალი თანამდებობებისთვის არც ერთ ქვეყანაში, თუმცა იცის, რომე არის რეგიონალური ლიდერი, რომელსაც ადამიანები იმედის თვალით უყურებენ.

„ვემხრობი დიდ ტრანსფორმაციას, არ მჯერა ნახევრად გადადგმული ნაბიჯების და არ მჯერა პროცესის, მჯერა მხოლოდ შედეგის.

დიახ, მე ვიბრძვი უკრაინაშიც და საქართველოშიც. დიახ, მე არ ვაცხადებ პრეტენზიას მაღალ თანამდებობებზე არც ერთ ქვეყანაში, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ვარ რეგიონალური ლიდერი და ბევრისთვის დაკავშირებული ვარ უკეთესობისა და რეფორმების იმედთან და ამ ადამიანებს იმედს არ გავუცრუებ, რაც არ უნდა მოხდეს და რადაც არ უნდა დამიჯდეს.

როგორი სირთულეებიც არ უნდა იყოს, მე არასდროს ვნებდი არც საზოგადოებრივ - პოლიტიკურ და არც პირად ცხოვრებაში. ჩემ წინაშე ბევრი დაბრკოლება და იმედგაცრუებაა, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ვისურვებდით, მაგრამ ამავდროულად, მე ვიცი, რომ ყველა ფრონტზე დიდი საქმეები და წარმატებები გველოდება ჩვენი ქვეყნებისა და ადამიანების საკეთილდღეოდ, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არიან, ვისთვისაც ვცხოვრობ. ყველაფერს, რასაც გავაკეთებ, გავაკეთებ სიყვარულით, სიყვარულისთვის და ისეთი რაღაცებისთვის, რაც ჩვენზე მაღლა დგას.

დარწმუნებული ვარ, რომ არამხოლოდ მე ვარ დაბადებული გამარჯვებისთვის, არამედ უკრაინა და საქართველოც, ჩემი მომხრეები და ახლობლები დაბადებული არიან გამარჯვებისთვის! ეს ჩემი გზაა. შემომიერთდით!“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო