აშშ-ის საელჩო პარლამენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის მიღებას ულოცავს

აშშ-ის საელჩო პარლამენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის მიღებას ულოცავს.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კანონის ეფექტურ აღსრულებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა სრულყოფილი მონაწილეობა მიიღონ საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო პარლამენტს ულოცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის მიღებას. ეს კანონი განსაზღვრავს მთავრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ გაეროს კონვენციის შესრულების ფუნდამენტურ პრინციპებს და განმარტავს ამ სფეროში მთავრობის როლსა და პასუხისმგებლობებს.

ამ კანონის ეფექტურ აღსრულებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა სრულყოფილი მონაწილეობა მიიღონ საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სიამაყით თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა შეძლონ ადამიანის ყველა უფლებითა და თავისუფლებით სრულად და თანასწორად სარგებლობა.

ახლა, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აღვნიშნავთ შეზღუდული შესაძლებლობის აქტის მიღების 30 წლისთავს, ვიხსენებთ პრეზიდენტ ჯორჯ ჰ. უ. ბუშის სიტყვებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნებისმიერი კაცი, ქალი თუ ბავშვი ახლა თავისუფლად შეაღებს თანასწორი დამოუკიდებელი და თავისუფალი მომავლისკენ მიმავალ კარს, რომელიც აქამდე დახურული იყო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა