დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ჰონგ-კონგის პრივილეგირებული სტატუსის გაუქმების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა განკარგულებას ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმების შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინეთის დასასჯელად, მის მიერ ჰონგ-კონგთან დაკავშირებით მიღებული უსაფრთხოების ახალი კანონის გამო, მიიღო.

„ჰონგ -კონგისადმი ჩვენი მიდგომა ახლა იქნება ისეთივე, როგორც ჩინეთისადმი. არანაირი განსაკუთრებული პრივილეგიები, არანაირი განსაკუთრებული ეკონომიკური შეღავათები, სენსიტიური ტექნოლოგიების არანაირი ექსპორტი“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს სანქციების დაწესების შესახებ. განკარგულების თანახმად ბანკებს, რომლებიც თანამშრომლობენ ჩინეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც უსაფრთხოების ახალ კანონს ახორციელებენ, სანქციები დაუწესდებათ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ჰონგ-კონგის პრივილეგირებული სტატუსის გაუქმების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა განკარგულებას ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმების შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინეთის დასასჯელად, მის მიერ ჰონგ-კონგთან დაკავშირებით მიღებული უსაფრთხოების ახალი კანონის გამო, მიიღო.

„ჰონგ -კონგისადმი ჩვენი მიდგომა ახლა იქნება ისეთივე, როგორც ჩინეთისადმი. არანაირი განსაკუთრებული პრივილეგიები, არანაირი განსაკუთრებული ეკონომიკური შეღავათები, სენსიტიური ტექნოლოგიების არანაირი ექსპორტი“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს სანქციების დაწესების შესახებ. განკარგულების თანახმად ბანკებს, რომლებიც თანამშრომლობენ ჩინეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც უსაფრთხოების ახალ კანონს ახორციელებენ, სანქციები დაუწესდებათ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს