ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, იმაში, რომ ივანიშვილი საარჩევნო შტაბის შეხვედრას ონლაინ რეჟიმში დაესწრო, საეჭვო არაფერია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, იმაში, რომ ივანიშვილი საარჩევნო შტაბის შეხვედრას ონლაინ რეჟიმში დაესწრო, საეჭვო არაფერია.

როგორც მეზურნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილი მმართველ პარტიაში მიმდინარე ყველა პროცესში აქტიურადაა ჩართული.

“მას შემდეგ, რაც პანდემია დადგა, არ უნდა გაგვიკვირდეს ონლაინ შეხვედრები, იმიტომ, რომ ასეთი ფორმატი მსოფლიოში ყველგან მიღებულია. ამიტომ აქ ვერაფერს საეჭვოს ვერ ვხედავ. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის აქტიურად ჩართული ნებისმიერ პროცესში. ის არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ყველა საკითხში არის აქტიურად ჩართული, როგორც იყო გუშინ ჩართული, თუნდა ონლაინ. მე ამაში ვერაფერს საეჭვოს ვერ ვხედავ. აპრობირებული მეთოდია დღევანდელ ცხოვრებაში”,- განაცხადა მეზურნიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა