გია ვოლსკი - ირაკლი კობახიძეს სიხისტე არ ახასიათებს, თუ საქმე პრინციპულ საკითხებს არ ეხება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძეს სიხისტე არ ახასიათებს, თუ საქმე პრინციპულ საკითხებს არ ეხება. აღნიშნულის შესახებ ვოლსკიმ კობახიძის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნის თაობაზე, ოპოზიციის შეფასებების კომენტირებისას აღნიშნა.

ამასთან, ვოლსკი ამბობს, რომ ამ საკითხზე ოპოზიციის განცხადებები უსუსური და სასაცილოა.

ირაკლი კობახიძეს აქვს შესანიშნავი მონაცემები კოორდინატორის, ორგანიზატორის. საკმაოდ დადებითი ადამიანია, არავითარი სიხისტე მას არ ახასიათებს, თუ ეს არ ეხება პრინციპულ საკითხებს - ეს ყველას გვახასიათებს. მთავარი რაც უნდა იცოდეთ, ერთი ადამიანის ხასიათი, თუნდაც, ჩემი ხასიათი, გარკვეული ნაკლოვანებები არ განაპირობებს იმას, რომ შტაბი აირჩევს გარკვეულ მიმართულებას იმ ხასიათის მიხედვით, რომელიც გააჩნია რომელიმე ჩვენგანს. ასე რომ, ოპოზიციის ეს განცხადებები უსუსურიც არის და სასაცილოც. იუმორის გრძნობაც ბევრს გაგვაჩნია, გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე ჩვენი ოპონენტების რიგებში ადამიანებს აქვთ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძე გუშინ დაინიშნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა