სერგი კაპანაძე - სამარცხვინო კანონია, ეს კომიტეტიც სამარცხვინოდ იქცა და თავმჯდომარეზე აღარ ვიტყვი არაფერს წევრებთან ერთად

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს განიხილავენ, კამათის ფონზე მიმდინარეობს.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ მასთან დაკავშირებით კითხვების დასმის აზრს ვერ ხედავს. ამასთან, დეპუტატმა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას სთხოვა, რომ „დაწყნარდეს, დამშვიდდეს“ და სააუბარის დაასრულების საშუალება მისცეს.

„აქ კითხვების დასმას აზრი არ აქვს, ამის შესახებ ჩემი შეფასება გაკეთებული მაქვს. სამარცხვინო კანონია, პროცესიც სამარცხვინოა, ეს კომიტეტიც სამარცხვინოდ იქცა და თავმჯდომარეზე აღარ ვიტყვი არაფერს წევრებთან ერთად. ამიტომ, ჩემს კითხვებს აქ არ დავსვამ. ვიმედოვნებ, სხვებს მაინც მიეცემათ საშუალება, რომ რაღაც კითხვები დასვან და იმედი აქვთ, შეიძლება რაიმე შეიცვალოს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თავის მხრივ, კაპანაძეს კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ უპასუხა:

„თქვენ რომ სიტყვა „სამარცხვინოს“ იყენებთ, ესეც სამარცხვინოა, მე მგონი, მაგრამ კარგი, დავანებოთ ამას თავი...“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა