ლევან კობერიძე რომან კაკულიას - სხვის დაკრულზე ცეკვავ - პირადულ შეურაცხყოფაზე გადადიხარ და მაგისთვის ალიყურს მიიღებ!

პირადულ შეურაცხყოფაზე გადადიხარ და მაგისთვის ალიყურს მიიღებ, - ასე მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან კობერიძემ კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს განიხილავენ, დაპირისპირება კანონპროექტთან დაკავშირებით ლევან კობერიძის შეფასებებს მოჰყვა.

„ერთი შეკითხვა მაქვს ლევან შენთან, დარწმუნებული ხარ, რომ სიღრმისეულად რასთან გვაქვს საქმე ნამდვილად იცი? შენ რომ ძალიან გვიან გამოიღვიძე, ამ გამოღვიძებით ყველანი მოხარული ვართ. როგორც ჩანს, მძინარე მდგომარეობაში შემოგიყვანეს „ქართულ ოცნებაში“. შენი ბულინგის არავის არ ეშინია, მორჩი ბოდიალს და დემაგოგიას,“ - მიმართა კაკულიამ კობერიძეს.

თავის მხრივ, ლევან კობერიძემ რომან კაკულიას ღირსების შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„მე კიდევ შენზე მგონია, რომ არ ხარ და კიდევ ბევრ რამეში არ ხარ დარწმუნებული და სხვის დაკრულზე ცეკვავ. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და ოთხი წელია რა ხდება ეკონომიკაში, ვერც შენ გაგირკვევია და ვერც სხვას და არც პასუხი მოგითხოვია არავისთვის. ძალიან პირადულ შეურაცხყოფაზე გადადიხარ და მაგისთვის ალიყურს მიიღებ“, - განაცხადა კობერიძემ.

იხილეთ ვიდეო:"მორჩი ბოდიალს, მძინარე მდგომარეობაში შემოგიყვანეს "ოცნებაში" - მწვავე დაპირისპირება პარლამენტში, რომან კაკულიასა და ლევან კობერიძეს შორის

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა