რომან გოცირიძე - რუსეთის საგარეო უწყების განცხადება შეურაცხმყოფელია

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თაცმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს ხელისუფლებისთვის დამამცირებელი და ცინიკურია, რადგან ის მოხსენიებულია "ამერიკის მოსწავლედ და შეგირდად“.

მისივე თქმით, ამავე საკითხზე უკრაინის და აშშ-ის საელჩოს განცხადება გაცილებით ადეკვატური და მწვავეა, ვიდრე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების "ლუღლუღი და მორცხვი შეკამათება".

"ეს განცხადება შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის და ეს დაიმსახურა საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი ლოიალური და მორჩილი პოზიციით. საერთოდ არ ვაღიარებთ მედვედევი-სარკოზის შეთანხმებას და დაანებეთ თავი რუსეთის ოკუპანტად მოხსენიებასო - აი, აქამდე გათავხედდნენ და "აქეთ გაღმა შეედავეს" პოზიციებიდან გველაპარაკებიან, რადგან საქართველოს ხელისუფლება არ იჩენს პრინციპულობას, არ მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას მსგავსად უკრაინისა, რომ დაუწესდეს რუსეთს სანქციები,"- განცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას სპექტაკლის მოწყობასა და პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს.

‘შეშფოთებულები ვართ საქართველოს მხრიდან რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირების გამო და საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებების შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

იხილეთ ვიდეო:დეპუტატები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურებიან

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს