გიორგი რურუას საქმეზე დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას საქმეზე დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა, ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა სუსტი და უსუსური იქნება.

„დღეს ბრალდების მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, სიმართლე გითხრათ, ძალიან მაინტერესებს, რა არგუმენტებს გამოიყენებენ საკუთარ დასკვნით სიტყვაში, იმიტომ რომ მთელი პროცესების განმავლობაში, ცალსახად და უტყუარად დადასტურდა, რომ გიორგი რურუა არის უდანაშაულო და ის აქეთ არის დანაშაულის მსხვერპლი. მას ცეცხლსასროლი იარაღი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაუდეს და ბუნებრივია, აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ძალიან სუსტი და უსუსური დასკვნითი სიტყვა იქნება დღეს წარმოთქმული სასამართლო სხდომაზე", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025