დომინიკ რააბი - რუსეთი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ თითქმის სრული სიზუსტით დაასკვნა, რომ რუსი აქტორები უკანონოდ მოპოვებული სამთავრობო დოკუმენტების გავრცელების გზით 2019 წლის არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ , - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის დემოკრატიაში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა „სრულიად მიუღებელია“.

BBC-ის ინფორმაციით, საუბარია დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დოკუმენტებზე, რომელიც ინტერნეტ-პლატფორმა Reddit-ზე 2019 წლის არჩევნების წინ გამოქვეყნდა და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა.

რააბის განცხადებით, ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დახმარებით დაწყებულია გამოძიება და ლონდონი უფლებას იტოვებს, მსგავს შეტევებს მომავალშიც უპასუხოს.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს