სამშენებლო და სარემონტო ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ დღეს ოფიციალურად გაიხსნება

ამიერკავკასიაში უდიდესი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“, ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, მომხმარებლის წინაშე ციფრულად წარსდგა სლოგანით – „მეტი ინოვაცია შენი სახლისთვის“.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჰიპერმარკეტში შესვლისთანავე მომხმარებელს ხვდება სენსორული მონიტორები. აღნიშნული ტექნოლოგიური მოწყობილობა ადამიანებს დაეხმარება, სასურველი პროდუქტის აღმოჩენაში.

სულ ჰიპერმარკეტში 21 ქვეყნის წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული 60 000 პროდუქტია 11 სექციაშია წარმოდგენილი.

„გარდა სენსორული მონიტორებისა, მომხმარებელს „მიჰაუსის“ უზარმაზარ სივრცეში ნავიგაცია იატაკის ფერებითაც შეუძლია. მაგალითად, ყვითელ სექციაში განათების სისტემებია განთავსებული, სხვა ფერითაა მონიშნული საღებავების სექცია და ა. შ.

„მიჰაუსი“ ეკოლოგიურად სუფთა და ეკომეგობრულ პროდუქტებზეა ორიენტირებული და მომხმარებელი ყველა სექციაში იპოვის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს, განსაკუთრებით კი ეს საღებავებს ეხება.

„მიჰაუსის“ ინოვაციად მიიჩნევა ამიერკავკასიის ბაზარზე VR სათვალის დანერკვა კლიენტების მომსახურებაში, რომლებსაც კომპანიის დიზაინერები 3D გამოსახულებაში უქმნიან მათთვის სასურველი ინტერიერის დიზაინს. ამ სათვალის მეშვეობით მომხმარებელი მთლიანად ათვალიერებს თავის მომავალ სახლს. ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც რემონტის დროს, ასევე გაუთვალისწინებელი პროცესებისგან გამოწვეულ დამატებით ხარჯებს.

სწორედ ინოვაცია და კომფორტი ერთ სივრცეში ქმნის ყველა წინაპირობას იმისთვის, რომ მომხმარებელმა დროის ეკონომიაც გააკეთოს და საკუთარ არჩევანს ზუსტად მოარგოს ესა თუ ის პროდუქტი. ამაში მათ „მიჰაუსის“ კონსულტანტებიც აქტიურად დაეხმარებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია „მიჰაუსში“ სასურველი პროდუქტის შეძენა და მიტანის სერვისით სარგებლობა.

ყველა მომხმარებელი მიიღებს ლოიალურობის ბარათს, ხოლო ამავე ბარათით ერთგული მომხმარებელი ექსკლუზიური ფასების პირობებში კიდევ უფრო მეტი ფასდაკლებით ისარგებლებს. „მიჰაუსიში“ პარკინგი უფასოა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს