შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა დასრულდა

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა დასრულდა.

როგორც ერთ-ერთმა გამოკითხულმა მოწმემ, ბარბარე ურიდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის საგამოძიებო უწყებაში მეორედ იმყოფებოდა - პირველ გამოკითხვაზე გადაადგილების დეტალები გამოკითხეს, დღეს კი მისი კუთვნილი სოციალური ქსელები დაათვალიერეს.

"პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ წინაზე როდესაც ვიყავი მოსული, რაღაც გადაადგილების დეტალები იყო გასარკვევი, ვთქვათ, რა დროს რა ადგილას ვიმყოფებოდით და ახლა საჭირო გახდა სოციალური ქსელების დათვალიერება, "ფეისბუკის", "ინსტაგრამის" და შესაბამისად, ამიტომ დამჭირდა ახლა მოსვლა. წინაზე ეტყობა ჯერ არ იყო იმის დრო, რომ სოციალური ქსელები დაეთვალიერებინათ და ახლა გახდა საჭირო. 19 ივნისს ჩვენ ვიყავით ლისზე. დაკარგული იყო თუ არა გიორგი, არ ვიცოდით. სახლში რომ მივედით, მაშინ გავიგეთ, რომ ასეთი რაღაც იყო მომხდარი. ამის შესახებ ვინც იყვნენ ჩემი ახლობლები - დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძე, ვახო ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე, მათგან გავიგე ეს ამბავი. წავიდნენ ბავშვები, რომ ერთმანეთი წამოეყვანათ. რა თქმა უნდა, ყველას ეძებდნენ და არ ჰქონდა მნიშვნელობა, კონკრეტულად ჩვენი მეგობარი იყო თუ არა, მაგრამ ვერ იპოვეს. როგორც ვიცი, გადმოსულებიც იყვნენ მანქანიდან და ისეც ეძებდნენ", - განაცხადა ბარბარე ურიდიამ.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს კიდევ სამი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, ლუკა ბეჟანიშვილი და არასრულწლოვანი ლ.ქ. გამოიკითხა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო