მეუფე ნიკოლოზი - მარიანა ჩოლოიანი მოვინახულე - ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა არ მიმაჩნია სწორად

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა დაადასტურა, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი საპატიმროში მოინახულა. მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მას სისტემის ჯოხის ერთ ადამიანზე გადატეხა არ მიაჩნია სწორად.

„რა თქმა უნდა, სპეციალურად როცა გავიგე, ეს ადამიანი დღემდე ციხეში ზის, მოვინახულე და გამოვკითხე. რა თქმა უნდა, მაინტერესებდა ყველაფერი. უბრალოდ, მე ჩემი აზრი შეიძლება გითხრათ, რომ ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა არ მიმაჩნია სწორად,“- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა