ბიზნეს ასოციაცია - მივესალმებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების შეტანას

მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საწვავის ხარისხის პარამეტრებთან შეუსაბამობისათვის საჯარიმო სანქციების გამკაცრების საკითხს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აქამდე არსებული ჯარიმები არაადეკვატური იყო და ვერანაირად ვერ პასუხობდნენ, ამ მიმართულებით, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს.

„უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ჩვენ საზოგადოებას არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოში საწვავის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე. ყველასათვის ცნობილია, რომ უხარისხო საწვავი მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემას და იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის კუთხით მთელ რიგ მწვავე დავადებებს. აღნიშნულის ფონზე, მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების შეტანას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს იმპორტირებული, წარმოებული და რეალიზებადი საწვავის, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ხარისხის პარამეტრებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების მნიშვნელოვანი გამკაცრება. აქამდე არსებული ჯარიმები იყო სრულიად არაადეკვატური და ვერანაირად ვერ პასუხობდნენ, ამ მიმართულებით, ჩვენს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევა, რომელმაც, უმოკლეს ვადებში, უზრუნველყო ამ უაღრესად აქტუალური პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. აღსანიშნავია, რომ საჯარიმო სანქციების გამკაცრება ეხება როგორც ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტიორებსა და რეალიზატორებს, ისე ადგილობრივი წარმოების პროდუქციას.

გამოვთქვამთ იმედს, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების აღსრულება მოხდება მაქსიმალურად ეფექტურად, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასა და ქვეყნის ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გააგრძელებს ამ თემატიკის გარშემო სიტუაციის ანალიზსა და მონიტორინგს და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა