სურსათის ეროვნული სააგენტო საყანე ფართობებს ამუშავებს

სურსათის ეროვნული სააგენტო და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი, თხილის პლანტაციებისა და ტყის პერიმეტრის პარალელურად, ინტენსიურად ამუშავებს სიმინდის მასივებს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აბაშის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული. ანჯელის საყანე ფართობები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.

„მიუხედავად იმისა, რომ აზიური ფაროსანას რაოდენობა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად არის შემცირებული, აუცილებელია საყანე ფართობების დამუშავება. ცივი შესხურების ტექნოლოგია გამოიყენება მავნებლის პირველი ნიმფების საწინააღმდეგოდ; საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურეს“ სადგურები და მავნებლის დამჭერი ფერომონები.

საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელის ლაშა შალამბერიძის განცხადებით, მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს.

„წამლობების პარალელურად, მიმდინარეობს ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან. მათ გასულ წელს სიმინდის უხვი და ხარისხიანი მოსავალი მიიღეს. სახელმწიფოსა და ფერმერების კოორდინირებული მუშაობის შედეგად მიმდინარე წელსაც სიმინდის ხარისხიან მოსავალს ველოდებით“, - განაცხადა საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სიმინდის მასივების დამუშავება ცივი შესხურების ტექნოლოგიით ეტაპობრივად გაგრძელდება.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს