არჩილ თალაკვაძე - რამდენიმე მაჟორიტარი კანდიდატის შემთხვევაში კვლევები ჩავატარეთ და გადაწყვეტილებები ამის შედეგად მივიღეთ

რამდენიმე მაჟორიტარი კანდიდატის შემთხვევაში ჩავატარეთ კვლევები და გადაწყვეტილებები მივიღეთ ამის შედეგად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მომენტისთვის ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით „ქართულ ოცნებას“ მაღალი მხარდაჭერა აქვს.

"ჩვენ პერიოდულად ვატარებთ პარტიულ კვლევებს და ვიცით, რომ ამ მომენტისთვის გვაქვს მაღალი მხარდაჭერა, ეს არის კამპანიის დასაწყისი. რამდენიმე მაჟორიტარი კანდიდატის შემთხვევაში ჩავატარეთ კვლევები და გადაწყვეტილებები მივიღეთ სწორედ ამის შედეგად. თბილისის მაჟორიტარები სწორედ იმის მიხედვით გადავწყვიტეთ, ვინ რომელ უბანში იქნება თუ რა გვიჩვენა კვლევებმა. მაგალითად, დავით სერგეენკოს მთელი თბილისის მასშტაბით, განსაკუთრებით, საბურთალოს რაიონში ჰქონდა მაღალი რეიტინგი ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეყენებინა მისი კანდიდატურა. იგივე იყო სოზარ სუბართან დაკავშირებით. ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა სამგორის რაიონში. ის შესანიშნავი ომბუდსმენი და რეფორმატორი მინისტრი იყო. ასევე, კახი კახიშვილს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდა პოზიტიური რეიტინგი, თუმცა განსაკუთრებული მხარდაჭერა ჰქონდა ისანში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა