ირაკლი კობახიძე - ელისაშვილი არის აბსოლუტური ნული, არ შეიძლება, თავს დებდე ყარაჩოღელობაზე და იქცეოდე, როგორც კინტო - სერგეენკო და ელისაშვილი მაგალითია: აქეთ უზარმაზარი საქმეა, იქით სიცარიელე

ალეკო ელისაშვილი არის სიცარიელე, აბსოლუტური ნული, რომელსაც საქმე არ გაუკეთებია ცხოვრებაში, არ შეიძლება, თავს დებდე ყარაჩოღელობაზე და იქცეოდე, როგორც კინტო , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. აღნიშნულით კობახიძე გამოეხმაურა ელისაშვილის მიერ ამავე გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას.

როგორც კობახიძე აცხადებს, ელისაშვილს არასდროს არაფერი გაუკეთებია. „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი დავით სერგეენკო კი პირდაპირ არის დაკავშირებული ფუნდამენტურ რეფორმებთან, რომელიც ჯანდაცვის სფეროში განხორციელდა.

„აქეთ არის დავით სერგეენკო, რომლის შემოქმედება არის ეს ყველაფერი და აქეთ არის ალეკო ელისაშვილი - სიცარიელე, აბსოლუტური ნული, რომელსაც საქმე არ გაუკეთებია ცხოვრებაში. ეს არის სიცარიელეზე მეტი - არ შეიძლება, ადამიანი თავს დებდე ყარაჩოღელობაზე და იქცეოდე, როგორც კინტო. სერგეენკო და ელისაშვილი არის მაგალითი - აქეთ არის უზარმაზარი საქმე, იქით სიცარიელე და უფრო მეტი“,- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა დავით უსუფაშვილის შესახებაც. კობახიძის თქმით, 4 წლის მანძილზე მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი პოლიტიკური საქმიანობა წარუმატებლად გაგრძელებულიყო.

„ თქვენ ნახეთ, როგორ განვითარდა მისი პოლიტიკური საქმიანობა. სპორტული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, მესამე ლიგაში თამაშობდა, როცა ბიძინა ივანიშვილმა მესამე ლიგიდან ამოიყვანა და გადაიყვანა უმაღლეს ლიგაში, რეალურად მისი გადაწყვეტილება იყო ეს. კოალიციას ხელმძღვანელობდა მაშინ ბიძინა ივანიშვილი და მიანიჭა მას იმის საშუალება, რომ გამხდარიყო პარლამენტის თავმჯდომარე. თუმცა, 4 წლის მანძილზე მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წარუმატებლად გაგრძელებულიყო მისი პოლიტიკური საქმიანობა და ისევ იმ მესამე ლიგაში ჩასულიყო, საიდაც ბიძინა ივანიშვილმა ამოიყვანა. თქვენ წარმოიდგინეთ, 2016 წელს ის ფაქტობრივად, პარტიიდან გააგდეს ბერძენიშვილებმა. ბერძენიშვილები რომ გაგაგდებენ პარტიიდან, წარმოიდგინეთ, როგორია ადამიანის პოლიტიკური რესურსი“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა დღეს „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ „ქართლმა ოცნებამ“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად დავით სერგეენკო იმიტომ დააყენა, რომ შეეშინდა პირველ ტურში დამარცხების.

„ჩემი ეშინიათ და ამიტომ დაასახელეს დავით სერგეენკო. კვლევებსაც ატარებდნენ და ნახეს, რომ ვიღაც ხარახურას, მაგალითად მამუკა მდინარაძისნაირი ან დანარჩენი პოლიტიკურ ჯართში ჩასაბარებელი ჯართის დაყენების შემთხვევაში, პირველ ტურში წააგებდნენ საბურთალოს“,- განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა