ზურაბ ჭიაბერაშვილი - ივანიშვილს კობახიძე იმიტომ ჰყავს, რომ საზოგადოებაში მუდმივად იყოს აგრესია და სიძულვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე იმისთვის ჰყავს, რომ საზოგადოებაში მუდმივად იყოს აგრესია და სიძულვილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სიძულვილი და აგრესია, რაც კობახიძისგან და „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენლისგან მოდის, უნდა დასრულდეს.

„ივანიშვილს კობახიძე ზუსტად იმიტომ ჰყავს, რომ საზოგადოებაში მუდმივად იყოს ეს აგრესია და სიძულვილი, რასაც კობახიძე ასხივებს და ახმოვანებს. ეს ერთ რამეზე მეტყველებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენი საზოგადოებისთვის მომავლის ხედვა არ აქვს და ფონის გასვლა უნდა მხოლოდ იმით, რომ ლანძღოს სხვები, საზოგადოებას შესთავაზოს არა კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, არამედ მუდმივად ილაპარაკოს ოპონენტების ლანძღვით. ეს ბუნებრივია ჩვენს საზოგადოებას წინ ვერ წაიყვანს, სწორედ ამიტომ უნდა უთხრას და ეტყვის ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს -არას. ეს სიძულვილი და აგრესია, რაც კობახიძისგან ან „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენლისგან მოდის, საბოლოო ჯამში უნდა დასრულდეს და ჩვენ, საზოგადოება ვიპოვით მომავლის გზა, რაც ჩვენი ოჯახების კეთილდღეობას გაზრდის. „ქართული ოცნების“ აგრესია, ზუსტად განპირობებულია იმით, რომ ისინი ვერ არწმუნებენ ქართულ საზოგადოებას იმაში, რომ წარსულის ქექვა ჩვენს სიტუაციაში არის გამოსავალი და ზუსტად ამიტომ ისინი უმატებენ სიძულვილს, აგრესიას და ამით ცდილობენ გავიდნენ ფონს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა