თსუ-ს პროფესიული განათლების  ცენტრის ქუთაისის ფილიალი ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის განახლებულ ფილიალს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძრვანელი ირმა გრძელიძე, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, პროფესიული-საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები და ახალი პროგრამების ხელმძღვანელები ეწვივნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, განახლებულ ცენტრს პროფესიული პროგრამების განსახორციელებლად ახალი ტექნიკური აღჭურვილობა და საოფისე ინვენტარი გადაეცა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს. „პროფესიული პროგრამების მიმართ ინტერესი და ნდობა მაღალია, გარემოც შესაბამისია შექმნილი - სასწავლო აუდიტორიები გარემონტებულია, თანამედროვე ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, შენობა განახლებულია. ყველა პირობაა შექმნილი შესაბამისი განათლების მისაღებად. ეს ტენდენცია გაგრძელდება. ვაპირებთ პროგრამების რაოდენობის გაზრდას და სამომავლოდ, ამასთან დაკავშირებით ბევრი გეგმა გვაქვს,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის კორპუსში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2013 წლიდან ხორციელდება. 2019-2020 წლებში ქუთაისის კორპუსს ჩაუტარდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და შესაძლებელი გახდა ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატება.

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის კახა ჭეიშვილის ინფორმაციით, ქუთაისის განახლებული ფილიალი ყველა იმ გამოწვევას წარმატებით გაართმევს თავს, რაც პროფესიული განათლების წინაშე დგას.

„ქუთაისის სასწავლო კორპუსი მზად არის იმისთვის, რომ ხუთი მიმდინარე და დამატებით ახალი პროფესიული პროგრამები განახორციელოს. ის პროგრამები, რომლის დამატებასაც 2020 წლისთვის ვგეგმავთ, ძალიან მოთხოვნადია შრომის ბაზარზე,“ - განაცხადა კახა ჭეიშვილმა.

უნივერსიტეტის ცნობით, ამჟამად თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის ფილიალში ხორციელდება 5 პროფესიული პროგრამა (ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, საბაჟო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკა, საოფისე საქმე, შემფასებელი). ამის გარდა, 2020 წლის შემოდგომის მიღებისთვის იგეგმება კიდევ 5 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატება (საბუღალტრო აღრიცხვა, საფინანსო სერვისები, ღონისძიების ორგანიზება, სკოლამდელი აღზრდა, საბიბლიოთეკო საქმე).

ბექა ძოწენიძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროფესიული-საგანმანათლებლო პროგრამის „შემფასებელი“ დამამთავრებელი საფეხურის სტუდენტია. როგორც ბექა ამბობს, პროგრამისგან მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სამომავლოდ, კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. „სამართლის საბაკალავრო პროგრამა დავამთავრე და ახლა ვიცავ სამაგისტროს საჯარო სამართალში, თუმცა აღნიშნული პროფესიული პროგრამა პრაქტიკულ კომპონენტებს შეიცავდა და დამაინტერესა. გარდა ცოდნისა, შევიძინე პირადი კონტაქტებიც, რითაც, სამომავლოდ, აკადემიურ საქმიანობაში ვიხელმძღვანელებ,“ - აღნიშნა ბექა ძოწენიძემ.

თსუ-ს ცნობით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. მათი ინფორმაციით, გასულ წელს, 8 პროგრამის 194 ვაკანტურ ადგილზე 1221 კანდიდატი დარეგისტრირდა.

როგორც უნივესიტეტში აღნიშნავენ, 2020 წლის შემოდგომაზე თსუ პროფესიული განათლების ცენტრი 15 პროფესიულ პროგრამაზე 290 სტუდენტს მიიღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა