რომან გოცირიძე - ქვეყანაში კრიმინალის გაცოცხლებას ხელი ხელისუფლებამ შეუწყო

დღე არ გავა, რომ რაღაც საშინელება არ გავიგოთ. ყოველდღე ხდება მკვლელობები, ძალადობა. ეს არის იმ ატმოსფეროს შედეგი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს გამოეხმურა.

გოცირიძის თქმით, ქვეყანაში კრიმინალის გაცოცხლებას ხელი ხელისუფლებამ შეუწყო.

"როცა ჯინს გამოუშვებ იმ იმედით, რომ რაღაცაში დაგეხმარება და ეს რაღაცა არის საკუთარი პოლიტიკური მიზნები და მთელი ამ 8 წლის განმავლობაში კრიმინალი გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ" საარჩევნოდ და სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის, მაშინ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი იქმნება. თავს გამოყოფს დამნაშავეთა სამყარო, რომლის მოთოკვა უკვე შეუძლებელია მსგავსი ხელისუფლების მიერ. დამნაშავე არის ხელისუფლება. სტატისტიკა ვნახოთ, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყველაფერი გაუარესებულია. მძიმე დანაშაული, მსუბუქი დანაშაულიც, სხეულის დაზიანება, მკვლელობა, ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ძარცვა - შევარდნაძის დრო დაგვიბრუნდა. ერთადერთი გამოსავალია ხელისუფლების შეცვლა, კრიმინალის მოთოკვა და საკუთარი ადგილის მიჩენა. საკუთარი ადგილი არის ციხე ან, როგორც მაშინ ქურდები გარბოდნენ საქართველოდან, ან აქ ციხეში ან წავიდეს და რუსეთს შეაფაროს თავი. ნდობა ნულია. როცა უკვე ხელისუფლებას არავინ ენდობა და ნებისმიერი გახმაურებული საკითხი რჩება გამოუძიებელი, კითხვის ნიშნების ქვეშ ექცევა ეს საკითხები, ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, რაღაც ფორმით არის თანამონაწილე ამ პროცესში. ის ზომავს არა სამართლიანობისა და კანონიერების კუთხით ამა თუ იმ დანაშაულს, არამედ იმით, თუ რამდენად წაადგება მას პოლიტიკურად, ან რამდენად შეეხება მისი პოლიტიკური გუნდის ამა თუ იმ ნაწილს. მთავარია პოლიტიკა და ინტერესები და არა სამართლიანი გამოძიება და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა", - განაცხადა გოცირიძემ.

რომან გიცირიძის თქმით, როდესაც ყველა გახმაურებულ საქმეში ხელისუფლება მონაწილეობს და ამ საქმეებს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ წარმართავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ ნდობა დაკარგა და ნდობა დაკარგა გამოძიებამ.

"არავინ ენდობა. ახლა რომ აგური ჩამოვარდეს და მიკროფონს დაეცეს, ამაზეც ვიტყვით, რომ ზემოთ პარლამენტის წევრი იჯდა და ქვებს ის აგდებდა, იმდენად ურევია ყველაფერში ხელისუფლების ხელი. კრიმინალი გააღვიძეს, ამის გაცოცხლებას ხელი ხელისუფლებამ შეუწყო", - განაცხადა გოცირიძემ.

იხილეთ ვიდეო:"ეს იმ ატმოსფეროს შედეგია, რომელიც "ოცნებამ" შექმნა" - რას ამბობენ პოლიტიკოსები თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა