“თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ქარელში მხარდამჭერებს შეხვდა და არჩევნების სამოქმედო გეგმა-სტრატეგია გააცნო.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პარტიის ლიდერებმა ქარელის მოსახლეობას „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა გელაშვილი წარუდგინეს.
კახა კუკავამ მოქალაქეებს მოუწოდა, არჩევანი წესიერ და განათლებულ კანდიდატზე შეაჩერონ, ნაცვლად კორუფციითა და უკანონობით გამდიდრებული მაჟორიტარებისა, რომლებსაც პარლამენტარის მანდატი მხოლოდ მათი ბიზნესინტერესების ლობირებისთვის სჭირდებათ.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა „თავისუფალი საქართველოს“ შიდა ქართლის მაჟორიტარმა კანდიდატმაც. როგორც ხათუნა გელაშვილი აცხადებს, არჩევნებისთვის იმედიანადაა განწყობილი, რადგან საზოგადოების მხარდაჭერას ხედავს.
„მე ვიქნები ღირსეული ხალხის გვერდით მდგომი დეპუტატი“, - განაცხადა გელაშვილმა.
„თავისუფალი საქართველო“ საარჩევნო კამპანიას აგრძელებს და მაჟორიტარ კანდიდატებს 30-ვე ოლქში უახლოესი კვირების განმავლობაში დაასახელებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"