სამოქალაქო აქტივისტის განცხადებით, შსს-სთან დაკავებულ 3 პირს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავებულ სამ აქტივისტს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ფარულავამ განუცხადა.

"სამივე დაკავებულს უშვებენ ხელწერილის საფუძველზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ წინააღმდეგ სამართლებრივი წარმოება შეწყდება. ნაწილს კი დაგვიწერეს ჯარიმები“, -განაცხადა ნიკა ფარულავამ.

ცნობისთვის, შს სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ გზის გადაკეტვას, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი საავტომობილო გზაზე რამდენიმე წუთიანი პერფორმანსის დადგმას გეგმავდნენ. პოლიციამ სამი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად მოხდა, რაც სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა