„ლელოს“ ლიდერები სამგორის მოსახლეობას შეხვდნენ

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტიის მთავარი მიზანი მომავალი თაობისთვის სამართლიანი და დაცული სახელმწიფოს აშენებაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური გაერთიანების პრესსამსახურიდან აცნობეს, “ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენლები ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდნენ და მათთან ყოველდღიურ პრობლემებსა და მისი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.

„მინდა, მომავალი თაობისთვის შევქნათ ეს ქვეყანა. ბევრი რამის თქმას ვაპირებდი, მაგრამ აქ უამრავ ბავშვს ვხედავ და ვხვდები, რომ მათთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. ყველაზე მნიშვნელოვანია თაობებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა. ყველა საზღვარს გადასცდა ქვეყანაში კრიმინალური აზროვნება, ალბათ რაღაც დავაკელით ამ ქვეყანას და ეს უნდა ავანაზღაუროთ. მოსახლეობის ნახევარი რომ სოციალურ დახმარებაზეა? ამით ყველაფერი ნათქვამია. მათ ეშინიათ მუშაობა, რომ ლუკმა პური არ დაკარგონ სოციალურის სახით. ჩვენ მათ ღირსეულ დახმარებას ვთავაზობთ, რაც მუშაობისა და სოციალური დახმარების მიღების საშუალებას ერთდროულად მისცემს. პრობლემა გვაქვს ბიზნესშიც მათ ეშინიათ, რომ ფინანსური პოლიცია დაადგება თავს, ჩვენ ფინანსურ პოლიციას აუცილებლად გავაუქმებთ,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“ლელოს” ლიდერის თქმით, შესაცვლელია საგამოძიებო სტრუქტურაც, რომელიც ვერ ახერხებს შესაბამისად მუშაობას და აუცილებელია მისი დეპოლიტიზება. სასამართლო სისტემა ხელახლა უნდა დაკომპლექტდეს.

“სასამართლო სისტემასთან ერთად უნდა შევცვალოთ და ხელი შევუწყოთ განათლებას. ძირეულად შევცვალოთ ეს სფერო, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის”, - აცხადებს ხაზარაძე.

ვარკეთილის მოსახლეობას “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემაც მიმართა.

“ლელო” არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არასდროს მოგატყუებთ. ჩვენ არ დაგპირდებით იმას, რასაც ვერ შევასრულებთ, არჩევის შემდეგაც ხშირად შემდეგაც შეგხვდებით და არ შეგვრცხვება იმის, რომ რასაც დაგპირდით ვერ შევასრულეთ, ეს ასე არ იქნება. სამწუხაროდ, დღეს უსაფრთხოების განცდა არ გვაქვს, იმიტომ რომ ყოველდღე საშინელი ამბავი ხდება. ეს იმიტომ, რომ ყველა ინსტიტუტი მორღვეულია ქვეყანაში და ყველაფერი თავიდან ასაშენებელი გვაქვს”, -აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა