სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში მობილობით ჩარიცხულ სტუდენტებს განსაკუთრებული შეთავაზებები ელოდებათ

საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტთა მობილობის თარიღები ცნობილია. 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრზე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში მობილობით ჩარიცხულ ყველა სტუდენტს განსაკუთრებული შეთავაზებები ელოდებათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიდან აცნობეს.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში მობილობით ჩარიცხული სტუდენტები მიიღებენ 50% -იან ფასდაკლებას სწავლის წლიურ საფასურზე ერთი წლის მანძილზე, სტუდენტებს 30 კრედიტს მიღმა, დამატებით ერთი საგნის სრულიად უფასოდ გავლის საშუალება ექნებათ, ასევე ექნებათ 20%-იანი ფასდაკლება ახლად აშენებულ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ერთი წლის მანძილზე. სტუდენტები სწავლის წლიური საფასურის 10 ნაწილად ან სტუდენტზე მორგებული, ინდივიდუალური გრაფიკით გადახდის შესაძლებლობით ისარგებლებენ.

მათივე ცნობით, სტუდენტთა აკადემიური მობილობა ხორციელდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პორტალის მეშვეობით, სადაც სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს 31 ივლისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით და მიუთითოს სასურველი უნივერსიტეტი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კი, 20 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მოთხოვნილი საბუთები უნდა წაარმოადგინოს უნივერსიტეტში მატერიალური ან ელექტრონული სახით.

უნივერსიტეტის განცხადებით, 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრზე სტუდენტების მობილობა საბაუნიში შესაძლებელია როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრატურის საფეხურზე, შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი, საერთაშორისო ურთიერთობები, თეოლოგია.

პროცედურებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ მათ ვებ-გვერდს მითითებულ ბმულზე: http://sabauni.edu.ge/ka/news/5919

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო