ლია გიგაური - გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც"1+4" პროგრამაზე დარეგისტრირდნენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ლია გიგაურის განცხადებით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, განათლების ხელმისაწვდომის თაობაზე ჩატარებული კამპანიის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებსაც განათლების მიღების სურვილი გაუჩნდათ.

"დღეს ვაჯამებთ პროექტს, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, გაერო-ს განვითარების სააგენტომ, ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრმა ერთობლივად განახორციელა ეთნიკური უმცირესობების, ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით. ეს არის უნიკალური პროექტი, რომლის მიზანი იყო ჩვენს პარტნიორებთან ერთად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ცხოვრობენ, მიეტანათ ინფორმაცია განათლების შესაძლებლობის შესახებ, როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით. მათ საზოგადოებრივ საწყისებზე მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულეს, ერთი დღე არ გამოუტოვებიათ, სოფლებში ხვდებოდნენ მშობლებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ იმ სოფლებში ახალგაზრდების გადაწყვეტილებებზე. ისინი აწვდიდნენ ინფორმაციას, თუ რა მნიშვნელოვანია პირველ რიგში ამ ადამიანებისთვის განათლების მიღება. ასევე, ახალგაზრდებს აწვდიდნენ ინფორმაციას, რა შესაძლებლობები აქვთ მათ ჩვენს ქვეყანაში. პროექტი 2018 წელს დაიწყო. პირველ წელს ახალგაზრდებმა 3 ათასზე მეტი ბენეფიციარი დაფარეს, მეორე წელს იმის გამო, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში ვიმყოფებოდით, მხოლოდ 2 ათასამდე ბენეფიციარის მონახულება მოასწრეს, მაგრამ შედეგი მართლაც საოცარი გვაქვს. თითქმის 1.6-ჯერ მოიმატა იმ ახალგაზრდების რაოდენობამ, რომელთაც პროფესიულ სასწავლებლებს მიაკითხეს. წინა წელთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც "1+4" პროგრამაზე დარეგისტრირდნენ" , - განაცხადა გიგაურმა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა ყოველწლიურად გაგრძელდება და ახალგაზრდები ისევ გააგრძელებენ ასეთ ურთიერთობებს თავიანთ თანატოლებთან.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო