საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 10 აგვისტოს დასრულდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ პროგრამებზე ჩასაბარებლად რეგისტრაცია 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. შესაბამისად, პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, რომელთა ასაკი შეზღუდული არ არის, რეგისტრაციისთვის შეუძლიათ ეწვიონ პორტალს https://vet.emis.ge, შეარჩიონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოდულური პროფესიული პროგრამები და დაეუფლონ ისეთ სპეციალობებს, რომელზეც დიდია მოთხოვნა შრომის ბაზარზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2020 წლის საშემოდგომო მიღებას, საერთო ჯამში, 18 მოდულურ პროფესიულ პროგრამაზე აცხადებს:

სამრეწველო ავტომატიზაცია - 8 ადგილი და მექატრონიკა - 15 ადგილი (სტუ-ის „ტექნიკური გადამზადების ცენტრი“); ჰაერის კონდიცირება - 18 ადგილი; სატვირთვო გადაზიდვების ლოგისტიკა - 16 ადგილი; ავტომობილის ელექტრული სისტემების შეკეთება - 15 ადგილი; ავტომობილის ძრავის შეკეთება - 17 ადგილი; საბაჟო საქმე - 14 ადგილი; სარკინიგზო გადაზიდვები - 17 ადგილი; ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები - 30 ადგილი; გრაფიკული დიზაინის შესრულება - 14 ადგილი; სამკერვალო წარმოება - 15 ადგილი; ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება - 20 ადგილი; ხის მხატვრული დამუშავება - 15 ადგილი; საოფისე საქმე - 16 ადგილი; ღონისძიების ორგანიზება - 16 ადგილი.

“საშემოდგომო მიღებაზე აღნიშნულ ჩამონათვალს ემატება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლის შესწავლითაც ახალგაზრდები შემდეგ სპეციალობებებს დაეუფლებიან:

სამთო ტექნიკოსი - 23 ადგილი; სამთო ელექტრომექანიკოსი - 23 ადგილი; მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი - 10 ადგილი.

დაინტერესებული პირებისთვის სტუ-ის მოდულური პროფესიული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, რუბრიკაში "სიახლეები" https://gtu.ge/News/15066/

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პროფესიულ მოდულურ პროგრამებზე საშემოდგომო მიღებისთვის ჩასაბარებელი გამოცდების განრიგი განთავსდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს ვებგვერდზე, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gtu.ge და ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/gtu.ge.

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს საგამოცდო ტესტების ნიმუშების მოძიება შეუძლიათ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ პორტალზე https://vet.emis.ge , სასურველი მოდულური პროფესიული პროგრამის აღწერილობაში, შესაბამის ბმულებზე”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები თეორიული კურსის პარალელურად, პრაქტიკულ უნარებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში დაეუფლებიან, სასწავლო პრაქტიკას კი საქართველოს ბაზარზე მოქმედ წამყვან კომპანიებში გაივლიან. სწავლების პროცესი მორგებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირების მოთხოვნებზეც. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლა მთლიანად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი