ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში მოძრაობს

ახლად რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სამოძრაო სქემით სატესტო რეჟიმში მოძრაობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, 30 ივლისიდან, სამი ღამის განმავლობაში, 00:30-დან 04:00 საათამდე, მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც ფარავს ჭავჭავაძის გამზირს და მიმდებარე ტერიტორიას, ახალი სქემის მიხედვით იმოძრავებს.

მათი ინფორმაციით, სატესტო პროცესში მუნიციპალური ავტობუსების 12 საავტობუსე ხაზის ყველა მძღოლი იქნება ჩართული.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, 1 აგვისტოდან, მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სქემის მიხედვით დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას და სამანქანო მოძრაობის საპირისპიროდ, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლში იმოძრავებს. მუნიციპალური ავტობუსების სატესტო პროცესს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი მოადგილესთან, პაატა ბეჟანიშვილთან ერთად დაესწრო.

„დღეიდან, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსების მოძრაობის ტესტირება ახალი სამარშრუტო სქემით იწყება. ტესტირებას გაივლის ყველა იმ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლი, რომელიც ამ მარშრუტებზე მოძრაობს. ეს არის სტანდარტული პროცედურა - ყველა მარშრუტზე რაიმე სიახლე როდესაც ინერგება, მძღოლების წინასწარ მომზადება ხდება. ეს პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და 1 აგვისტოდან, ავტობუსები მოძრაობას დაიწყებენ ახალი სამარშრუტო სქემით“, - განაცხადა გიორგი შარკოვმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს