მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია "ახალგაზრდები ოლიგარქიის წინააღმდეგ" დასრულდა

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ორგანიზებით მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია - "ახალგაზრდები ოლიგარქიის წინააღმდეგ" დასრულდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსული ინტერესები სულ უფრო მეტად ძლიერდება ქვეყანაში და ამას მოწმობს დღეს გავრცელებული 6 კონგრესმენის წერილიც.

"დღეს შევიკრიბეთ ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც ხელს უშლის ახალგაზრდების პერსპექტივას, მომავალს და საბოლოო ჯამში ნერგავს ნიჰილიზმს, რის გამოც თვითრეალიზაციას ვერ პოულობენ ახალგაზრდები საქართველოში. კონგრესმენების წერილსაც კი აბუჩად იგდებენ, ამიტომ ქართველმა ხალხმა უნდა დაანახოს, რომ რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანი წერილია და ეს ქვეყნისთვის არის კატასტროფა", - აცხადებს "ლელოს" ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი ოქრუაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა