პროკურორებისთვის და გამომძიებლებისთვის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე HELP-ის  დისტანციური კურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

პროკურორებისთვის და გამომძიებლებისთვის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე HELP-ის დისტანციური კურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კურსის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პროგრამაში ჩართულ პროკურორებს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ვაჰაგ მურადიანმა და ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის პოლიტიკის გენდერულმა მრჩეველმა სარა ჰააპალაინენმა მიმართეს.

ღონისძიების ფარგლებში მომხსენებლებმა და კურსის მონაწილეებმა ერთობლივად შეაჯამეს განხორციელებული სასწავლო პროგრამის შედეგები. ასევე, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე და განსაზღვრეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა განაცხადა, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში დანაშაულის მიმართულებით არსებობს ბევრი მიღწევები თუმცა, კვლავ რჩება გამოწვევებიც.

„ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში დანაშაულის მიმართულებით გაიზარდა დაზარალებულთა მომართვიანობა, გამომდინარე აქედან, ყოველთვის არსებობს საჭიროება ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების, რასაც ემსახურება სწორედ ჰელფ-ის დისტანციური კურსები, რომელიც უკვე რამდენიმე წელია დანერგილია პროკურატურის სისტემაში ევროპის საბჭოს დახმარებით“ , - განაცხადა ნათია მერებაშვილმა.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე აღნიშნული კურსი რიგით მეოთხეა, რომელიც პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლებისთვის HELP-ის პლატფორმის გამოყენებით ხორციელდება. სამთვიანი სწავლება თეორიულ საკითხებთან ერთად დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და მოიცავს როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოს და პრეცედენტულ სამართალს.

სწავლება ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. ამ მიმართულებით პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს