თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი შსს-ში იმყოფებიან

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებს მისი შვილის გარდაცვალების საქმის გამოსაძიებლად.

თეონა თამაზაშვილი სამ მაღალჩინოსანზე საუბრობს და ამბობს, რომ თეონა ბაჩალიაშვილმა "ვიღაცის ფაილებში შეაღწია.

„ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე მქონდა ეჭვი, მაგრამ სახელი და გვარი არ ვიცი. ვიღაცის ფაილებში შეაღწია ამ ბავშვმა. 3 ადამიანი? ეს ხომ ნამეტანია. 40 კილო კაფანდარა გოგოსთვის ეს ნამეტანია. მინდა, რომ თამუნა საქართველოში სამართლიანობის აღდგენის სიმბოლო გახდეს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ხომ უნდა დაიძრას გამოძიება. გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ დაიძრა გამოძიებაო და ხომ უნდა გამცენ პასუხი, თუ არადა, მაშინ დამიბრუნონ ლეპტოპი სრული ფორმით, FBI-ს ჩავრთავ და ისე გამოვიძიებ. გახარიასთან მინდა შეხვედრა, თუ პატივს დამდებს და შემხვდება. რამდენადაც ვიცი, ამ კაცმა თქვა, რომ ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის საქმე გამოძიებული უნდა იყოსო, რას მეტყვის მინდა მისი პირიდან გავიგო“, - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი შსს-ში იმყოფებიან

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებს მისი შვილის გარდაცვალების საქმის გამოსაძიებლად.

თეონა თამაზაშვილი სამ მაღალჩინოსანზე საუბრობს და ამბობს, რომ თეონა ბაჩალიაშვილმა "ვიღაცის ფაილებში შეაღწია.

„ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე მქონდა ეჭვი, მაგრამ სახელი და გვარი არ ვიცი. ვიღაცის ფაილებში შეაღწია ამ ბავშვმა. 3 ადამიანი? ეს ხომ ნამეტანია. 40 კილო კაფანდარა გოგოსთვის ეს ნამეტანია. მინდა, რომ თამუნა საქართველოში სამართლიანობის აღდგენის სიმბოლო გახდეს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ხომ უნდა დაიძრას გამოძიება. გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ დაიძრა გამოძიებაო და ხომ უნდა გამცენ პასუხი, თუ არადა, მაშინ დამიბრუნონ ლეპტოპი სრული ფორმით, FBI-ს ჩავრთავ და ისე გამოვიძიებ. გახარიასთან მინდა შეხვედრა, თუ პატივს დამდებს და შემხვდება. რამდენადაც ვიცი, ამ კაცმა თქვა, რომ ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის საქმე გამოძიებული უნდა იყოსო, რას მეტყვის მინდა მისი პირიდან გავიგო“, - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია