თოფაძეების ოჯახის ადვოკატის განცხადებით, დაჭრილი ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია

თოფაძეების ოჯახის ადვოკატის გიორგი ანთაძის განცხადებით, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათთვის დაჭრის მოტივი უცნობია.

„ამ მომენტისთვის ერთადერთი ინფორმაცია რაც გაგვაჩნია ისაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მძიმე მდგომარეობაში იყო. რა ვითარებაში მოხდა დაჭრა, საქმის გარემოებების შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია, სანამ დაზარალებულად არ გვცნობენ. როგორც ვიცი, ერთი ჭრილობა ფილტვის არეში აქვს მიყენებული. ცივი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. სახელი და გვარიც უცნობია და მოტივზეც ვერანაირი წარმოდგენა ვერ გვექნება. დღეს გადმოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში და ეს მოცემულობა გვაქვს. ოპერაცია ჩაუტარდა, საკმაოდ მძიმე ოპერაცია იყო, მაგრამ როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბუსა ჟვანია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს