კვლევის თანახმად, არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომა ყველაზე მეტჯერ დიმიტრი სამხარაძემ, რუსლან გაჯიევმა და ივლიანე წულაიამ გააცდინეს

არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომა ყველაზე მეტჯერ გააცდინეს დეპუტატებმა: დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა); რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა); ივლიანე წულაია (უმრავლესობა). ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის კვლევაში.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2019 წელს სხდომების გაცდენის მაჩვენებელი შემცირდა.

„2019 წელს პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის 1200 შემთხვევა დაფიქსირდა.

არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომა ყველაზე მეტჯერ გააცდინეს: დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა); რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა); ივლიანე წულაია (უმრავლესობა).

ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, სხდომების გაცდენებზე შესაბამისი პასუხისმგებლობის მექანიზმები იქნა გამოყენებული, კერძოდ, პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, პარლამენტის 25 დეპუტატს ხელფასის 10% დაუკავდა, 43 შემთხვევაში; კომიტეტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, ხელფასის 10 % დაუკავდა 22 დეპუტატს, 33 შემთხვევაში”,- ნათქვამია კვლევაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა