„თავისუფალი საქართველო“ - პედაგოგთა უფლებები ისევ ირღვევა

დღეს „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში პედაგოგთა უფლებების დაცვის მიზნით, საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

ბრიფინგს, პარტიის ლიდერის კახა კუკავას გარდა, განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილიც ესწრებოდა.

მათი განცხადებით, განათლების სისტემაში მომუშავე მასწავლებლებს მასობრივი უმუშევრობა ემუქრებათ.

როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრისას ითქვა, მიმდინარე წლის 26 ივნისს, მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმადაც ე.წ. პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი უქმდება, რაც საერთო ჯამში განათლების სისტემაში, დაახლოებით, 13 000 პედაგოგის უმუშევრობას გამოიწვევს. მათივე თქმით, გარდა ამისა, პრაქტიკოსი პედაგოგების ნაწილს, გამოცდებზე რეგისტრაციის საშუალება არ ეძლევათ, რომელთა რაოდენობა ბრიფინგის მონაწილეთა განცხადებით, უკვე 1 500 მასწავლებლამდე გაიზარდა.

„დროთა განმავლობაში, განათლების სფეროში კორუფციული ნიშნები სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. დაიწყო ე.წ კვლევები, ამ სტატუსის მისაღებად კი, უკვე ცნობილია ერაერთი ფაქტი, როდესაც კვლევას სხვა პირი ატარებს, ხოლო ამავე კვლევის შედეგებით სულ სხვა მასწავლებელი სარგებლობს, რაც განათლების სფეროში არსებულ კორუფციული გარიგებების კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს“, - აღინიშნა ბრიფინგზე.

„თავისუფალი საქართველოს“ განმარტებით, გაუგებარია ის განსხვავება, რომელიც განათლების სამინისტროს სისტემაში შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არსებობს.

„პედაგოგებს, უმნიშვნელოდ რომ გაეზარდოთ ხელფასი, მათ ამისთვის უამრავი ბარიერი უნდა გადალახონ, მაშინ, როდესაც მასწავლებელთა სახლებსა და განათლების სამინისტროს მიერ დაქვემდებარებულ სსიპ-ებში გაცილებით მაღალი ხელფასებია, თანაც ყოველგვარი აუცილებელი მაღალი აკადემიური სტანდარტების მოთხოვნების გარეშე.

ჩვენ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აღნიშნული დადგენილების საპარლამენტო არჩევნებამდე შეაჩეროს, რომელიც განათლების სისტემის ანტირეფორმის სრული განსახიერებაა“, - ითქვა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

ჟურნალისტებთან შეხვედრის დასასრულს „თავისუფალი საქართველო“-ს ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ „საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, განათლების სისტემაში, უნდა დაიწყოს ყველა იმ მანკიერი გამოვლინების გადახედვა, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო“.

აღნიშნულ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს