თამარ ბაჩალიაშვილის დედა - გამოძიებაში FBI-ის ჩართულობას მოვითხოვ, მივმართავ ელჩს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აპირებს გამოძიებაში ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვა მოითხოვოს. ამის შესახებ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის აშშ-ის ელჩს პირადად მიმართავს.

“მე, ალბათ, FBI-ის ჩართულობას მოვითხოვ. უშუალოდ მივმართავ ელჩს. თუ პროკურატურა უარს გვეტყვის, ეს ცხადზე ცხადი იქნება, რომ არ აწყობთ და თვითონ არიან დამნაშავეები”, - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025