თბილისის ნაწილს 5 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

5 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, დიდუბის და ჩუღურეთის რაიონებში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ივერთუბნის დასახლების, რეხის დასახლების, რეხის 1, 2, 3 ქუჩების, რეხის, ხუდადოვის, ხაჩატურიანის, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის, თამუნა დოლიძის, დურმიშიძის, ალავერდის, ზაქარია ჯორჯაძის, ვალერიან კანდელაკის, ნიკოლოზ აგიაშვილის, ნატო გაბუნიას, სოლომონ ყუბანეიშვილის, გურამ გაბისკირიას, ჯუმბერ ბეთაშვილის, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, თამარ და აკაკი პაპავების, ბარაკონის, არქიმანდრიტ ილია კარტოზიას, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის, მარუაშვილის, ჩხიკვაძის, არგვეთის, ბიჩინაშვილის, სტურუას, ტყეშელაშვილის, მანგლისის, ქურდიანის, მესხის, დადიანის, მანჯგალაძის, მახალდიანის, ვალენტინის, ზაქრაძის, ლალიონის, აბაშის, ასხინის, სალხინოს, ქვალონის, ცაიშის, ასპინძის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ახუთის, გუმათის, ლამის, სალიების, მნათობის, პაატა სააკაძის, ძეგამის, ბერიაშვილის, ხრამჰესის, ბოდავის, ასპინძის, დოდო ჭიჭინაძის, დიღომბარის, პეტრე ბაგრატიონის, ჯაბაურის, თამარაშენის, დავითაშვილის, სიღნაღის, ტერენტი გრანელის, ჩეჩელაშვილის და მირიანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ხოლო გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV, V კვარტლების, მიქელაძის, აკაკი ბელიაშვილის, ცაიშის, ქვალონის და ხოშარაულის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაფიელ ერისთავის, თორნიკე ერისთავის და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას.

ასევე, გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, V კვარტლების და გია რომელაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასკანის, ბეთლემის, გომის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის, ჯვარედინის, თონეთის, ჰოვანეს თუმანიანის, ჩხეიძის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ონიაშვილის, ბახტრიონის, იყალთოს და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

ამავე მიზეზით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, შალვა ნუცუბიძის, მარგიანის, ბესარიონ ჟღენტის და პაბლო პიკასოს ქუჩების მოსახლეობას.

ხოლო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, ხევის და ჩარხის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ყალაჯარალის, მოსკოვის გამზირის, წმინდა ბარბარეს უბნის, ქინძმარაულის, ოცხელის და ბაბაუციძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილის დასახლების I, II მიკრორაიონების, პოლიციის, ქიზიყის, ლორთქიფანიძის, ენუქიძის და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.

ამავე მიზეზით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრვი), შუამთის და საცხენისის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის და ზურაბ საკანდელიძის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გურამიშვილის, დავით სარაჯიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის და თემქის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო