გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ახლობლის და მეზობლის, გულიკო აბულაძის განცხადებით, გამომძიებლები 2 კვირის შემდეგ პირველად დაინტერესდნენ სამეზობლოთი და მათ ჰკითხავენ. როგორც აბულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებლები იმ თემებით ინტერესდებიან, რაც გამოძიებასთან კავშირში არ არის.
„ორი გამომძიებლი დადიოდა და ადამიანებს კითხავდნენ. ბოლოს შევესწარი, როდესაც ჩემს შვილს ეკითხებოდნენ, რამდენჯერ ჰყავდა სასწრაფო, მშობლები თუ ჩხუბობდნენ, თუ ისმოდა სახლიდან ჩხუბის ხმა და რაღაც სხვა უაზრო კითხვები. გამომძიებლები მეზობლებით აქამდე არ დაინტერესებულან. ვკითხე, ვინ ბრძანდებით მეთქი და გამომძიებელი ვარ კრიმინალური პოლიციიდანო",- განაცხადა ოჯახის მეზობელმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"